logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
სააკაშვილი - სახელმწიფო არ უნდა გადავაყოლოთ ჭუჭყიან წყალს
სააკაშვილი - სახელმწიფო არ უნდა გადავაყოლოთ ჭუჭყიან წყალს
18:09 20.09.2012
საქართველოს პრეზიდენტმა გლდანის მე-8 საპყრობილეში მოქმედ ჯგუფს, რომელიც პატიმრების წამებას ახორციელებდა, დღეს კიბოს უჯრედები უწოდა და განაცხადა, რომ  ის არ დაუშვებს, რომ ეს კიბო მთელ სახელმწიფო ორგანიზმს მოედოს.

„მე ვუერთდები მათ, ვინც შეძრწუნებული და გააფთრებულია მომხდარის გამო. რაც ხდებოდა გლდანის საპყრობილეში, არის ის, რაც მეზიზღება და რისი წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რომ ახალ საქართველოში კიდევ სადმე ასეთი კიბოს უჯრედები არსებობენ“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ის არასდროს ყოფილა ასე გაბრაზებული და აღშფოთებული.

პრეზიდენტმა აღიარა სისტემის სერიოზული შეცდომა და ხელისუფლების დიდი მარცხი და განაცხადა, რომ ხელისუფლება არ იხსნის პასუხისმგებლობას მომხდარზე.

„ეს არ არის იმის საბაბი, რომ საქართველო უკან დაბრუნდეს, საიდანაც ძლივს დავიწყეთ ქვეყნის გამოყვანა“ - განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთანავე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება ყველაფერი პოლიტიკური დივიდენდებისთვის იქნეს გამოყენებული.

„მივმართავ იმას, ვინც ამას აფინანსებდა, ხომ არ შეიძლება ყველაფერი გაიცვალოს არჩევნებზე, ხომ არ შეიძლება ყველაფერი პოლიტიკური დივიდენდებისთვის იყოს. თუ იცი თვეების განმავლობაში, რომ ასეთი რამ ხდება, ამაში იხდი ფულს, როგორ შეიძლება წყნარად გეძინოს და თანაც ხელებს იქნევდე, რომ ეს არჩევნებისთვის შეიძლება კარგი დამადასტურებელი საბუთი იყოს“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ის პირი, ვინც ამას თვეების განმავლობაში აკეთებდა და ყიდდა, დღეს ლამის გმირად გამოაცხადეს.

„ჩვენი სახელმწიფო, ბავშვი ჭუჭყიან წყალს არ უნდა გადავაყოლოთ. პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, საზიზღრობა შეიძლება ბევრგან მოხდეს, ჩვენზე ბევრად მეტად განვითარებულ სახელმწიფოში, მაგრამ საზოგადოების ინსტიქტი განვითარების გაგრძელება უნდა იყოს“ - განაცხადა სააკაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა