logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს, რაც საკონსტიტუციო ჩანაწერით დასტურდება
არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს, რაც საკონსტიტუციო ჩანაწერით დასტურდება
14:02 04.03.2021
„მინდა გამოვეხმაურო პრემიერ მინისტრის განცხადებას - მივესალმებით მის მკაფიო პოზიციას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით. პარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს, რაც საკონსტიტუციო ჩანაწერით დასტურდება. გამოვხატავთ მზადყოფნას, მთავრობასთან, პარტნიორებთან და პოტენციურ ინვესტორებთან აქტიურად ვიმუშაოთ მისი განვითარების და განხორციელებისთვის. ეს საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტი და მომავლის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი განაცხადია",-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებისთვის ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა, როდესაც კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერი შეიტანა და სრულად უზრუნველყო პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ფინანსური თუ საკანონმდებლო გარანტიები.

„ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა ამ პროექტის განხორციელებისთვის, როდესაც, პირველ რიგში, შეიტანა კონსტიტუციაში შესაბამისი ჩანაწერი ამ პროექტის მხარდასაჭერად, შემდგომში კი შექმნა ის ფინანსური თუ საკანონმდებლო გარანტიები, რომელიც პროექტს ჭირდებოდა. მათ შორის, სრულად იყო უზრუნველყოფილი ბიუჯეტის შესახებ კანონში შესაბამისი ასიგნებები იმ ინფრასტრუქტურის ასაშენებლად, რაზეც სახელმწიფოს ჰქონდა ვალდებულება აღებული. გახსოვთ, ისიც, რომ პირობებიც და ვადებიც არაერთხელ გადაიწია იმ იმედით, რომ მოხდებოდა ინვესტიციების მობილიზება. მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორმა ვერ შეძლო ინვესტიციის მოზიდვა, ანაკლიის პორტი, როგორც ჩვენი ქვეყნის მომავლის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი გვერდით არ გადაიდება. პრემიერ მინისტრის განცხადება დღეს იყო ძალიან მკაფიო და ჩვენ მივესალმებით, რომ განახლდა მუშაობა მისი განხორციელებისთვის. მიუხედავად პოსტ-პანდემიური კრიზისისა, იმედი გვაქვს, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით, შევძლებთ ინვესტორების დაინტერესებას და პროექტის განხორციელებას",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა