„პარლამენტი სექტორული განვითარების და აღდგენის პროცესში აქტიურად ჩაერთვება. სიღარიბის
შემცირება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და პანდემიით დაზარალებული სექტორების აღდგენა ახლა ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება. პრემიერ მინისტრის გზავნილები სწორი იყო",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძე საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და პარლამენტის სახელით, მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.
„მივმართავ საპარლამენტო კომიტეტებს, კომიტეტების თავმჯდომარეებს, რომ სექტორულ გეგმაზე მთავრობასთან აქტიურად ითანამშრომლოთ, რათა საზოგადოებას გავაცნოთ კონკრეტული ნაბიჯები და პოზიტიური დღის წესრიგი, სამოქმედო გეგმა თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო თვეებში",-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.