logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: რეფორმებთან დაკავშირებით ჩვენს პირობას ვასრულებთ და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პაკეტი ინიცირდება
არჩილ თალაკვაძე: რეფორმებთან დაკავშირებით ჩვენს პირობას ვასრულებთ და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პაკეტი ინიცირდება
13:11 04.03.2021
„საარჩევნო რეფორმის ახალი პაკეტი არის ეუთოს რეკომენდაციების მიხედვით შემუშავებული, სადაც მთელი რიგი მნიშვნელოვანი ცვლილებები არის გათვალისწინებული - რეფორმებთან დაკავშირებით, ჩვენს პირობას ვასრულებთ და ეს პაკეტი ინიცირდება",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას სამუშაო პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპონენტებს განხილვებში მონაწილეობის მიღება სურთ, პროცესი, სამი განხილვის ფარგლებში, ამისათვის ღია იქნება.

„საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტში სწორედ მმართველმა გუნდმა უზრუნველყო ისეთი ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება, როგორიცაა საარჩევნო სისტემის ცვლილება, პარტიების დაფინანსების ახალი წესი, გენდერული კვოტები და სხვა. ეს ყველა წინა ადმინისტრაციის და წინა ხელისუფლების დროს იყო გაცხადებული და არასოდეს გაკეთებულა - ოპოზიციის ყველა თაობის სურვილის მიუხედავად ასეთი რეფორმები არასოდეს გაკეთებულა" - -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ იმ სიახლეებზეც ისაუბრა, რომელსაც ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს და ოპოზიციას საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მისი თქმით, მუშაობაში ოპოზიციის მონაწილეობა ფუნდამენტური პირობაა დეესკალაციისა და პროცესების ნორმალურ პოლიტიკურ დღის წესრიგში გადასვლისთვის.

„გუშინ საინტერესო დისკუსია გაიმართა ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით, სადაც ჩვენმა პარტნიორებმა პირდაპირ თქვეს და მათ შორის, ქართველმა მონაწილეებმაც ოპოზიციიდან, რომ ბოიკოტი ეს იყო შეცდომა. ჩვენ ყოველთვის ამას ვამბობდით, რომ დემოკრატია მოითხოვს მონაწილეობას და მონაწილეობაზე უარის თქმა არის დემოკრატიული პროცესის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. აქვე მინდა, გამოვეხმაურო რამდენიმე ზედაპირულ კომენტარს, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებისგან მოვისმინე - თითქოს პარლამენტში ოპოზიციის ჩართვა და საპარლამენტო სივრცეში პოლიტიკის დაბრუნება აღარ არის საჭირო და მნიშვნელოვანი. მინდა, პირდაპირ ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას - რომ მოლაპარაკებების დღის წესრიგში ამავე ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხებიდან მინიმუმ ორი მოითხოვს მათ ჩართვას და მონაწილეობას საპარლამენტო პროცესში. სხვანაირად, უბრალოდ, შეუძლებელია იმ პირობების განხორციელება, თუ ამ პირობებზე შეთანხმება შედგება დიალოგის პროცესში. საპარლამენტო პროცესში ოპოზიციის სრულფასოვანი მონაწილეობა არის ერთ-ერთი ფუნდამენტური პირობა, რომ მოხდეს დეესკალაცია და პროცესები გადავიდეს ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმში",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა