logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციას, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულობის ჩარჩოს, რათა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება და მისი მედიაცაია შედეგის მიღმა არ დარჩეს
მამუკა მდინარაძე: კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციას, დაუბრუნდნენ კონსტრუქციულობის ჩარჩოს, რათა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება და მისი მედიაცაია შედეგის მიღმა არ დარჩეს
15:01 02.03.2021
პარლამენტის პლენარული სხდომის პოლიტიკური განცხადებების ნაწილში ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ოპოზიციის გუშინდელ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა.

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით, რისთვისაც მას კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ, ოპოზიციასთან გუშინ საღამოს შედგა ძალიან კარგი და კონსტრუქციული საუბარი, რომელიც შეეხებოდა მოლაპარაკების ახალი ეტაპის გახსნას და რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას. მოლაპარაკების შედეგი უნდა იყოს ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმება, მათი შემოსვლა პარლამენტში და 2024 წლამდე მონაწილეობა იმ გამოწვევებთან ბრძოლაში, რომელიც აწუხებს ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას, ასევე პასუხისმგებლობის გაზიარება აღნიშნულ საკითხებზე.
გუშინ ჩვენ ვნახეთ ამ შეხვედრიდან გამოსული ოპოზიცია, რომელიც ახმოვანებდა გარკვეულ მესიჯებს, თუმცა დღეს უკვე საზოგადოებამ გაიგო, რომ წარმოდგენილი იყო კომპილაციის შედეგად შექმნილი დოკუმენტი, სადაც მათ მიერ ისედაც მოლაპარაკებათა მაგიდაზე დადებული გარკვეული საკითხები იყო ჩაწერილი, თუმცა კონკრეტული შეთანხმება და, მით უმეტეს, ხელმოწერა რაიმე დოკუმენტზე ან საკითხზე, არ ყოფილა. საუბარია მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებათა ახალი ეტაპის გახსნაზე.

გუშინდელი დღიდან მოყოლებული, ამ მოკლე პერიოდში, მათ უკვე შეძლეს ერთი მთავარი პირობის დარღვევა, ასე დავარქვათ, კონსტრუქციულობის შესახებ. ვხედავთ, რომ აქვთ პარლამენტის პიკეტირების და პროვოკაციების მცდელობა ჩვენს ოპონენტებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი რეალურად, დღეს, ყოველ შემთხვევაში, ამ წუთის მდგომარეობით, არ არიან მზად მოლაპარაკებისთვის. შესაბამისად, ჩვენ ვალდებულები ვართ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, რომ დაუბრუნდნენ კონსტრუქციულობის ჩარჩოს, რათა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მოწოდება და მისი მედიაცია არ დარჩეს შედეგის მიღმა და ამ პროცესმა პირველ რიგში არ დააზიანოს მოლაპარაკების საბოლოო შედეგი და სახელმწიფოებრივი ინტერესები.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მათი ქცევების მიუხედავად, ჩვენ ვიმსჯელებთ ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ოდნავ მაინც შეიძლება იყოს პრაგმატული, რაციონალური და გამომდინარეობდეს საზოგადოებრივი ინტერესებიდან. მოლაპარაკების პროცესში აგრეთვე უნდა ჩამოყალიბდეს იმ საკითხთა ნუსხა, რომელზეც შეიძლება შეთანხმება რეალურად შედგეს. გუშინდელი დღის მიუხედავად, ამ ეტაპზე, ჩვენ ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენლისგან რაიმე სახის კომპრომისული წინადადება, მათი უამრავი განცხადების მიუხედავად, თუნდაც ერთი გადმოდგმული ნაბიჯი საერთო კონსესუსის მისაღწევად, არ გვინახავს. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით მათ პოზიციას ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.

მათ ჰქონდათ საუბარი კომპილაციაზე, რის შედეგადაც დაიდო გარკვეული ჩამონათვალი. ძალიან ცუდად სპეკულირებენ ამ თემით, ქმნიან არასწორ მოლოდინებს, რაც არ გამომდინარეობს გუშინდელი შეთანხმების არც ფორმატიდან და არც შინაარსიდან. საზოგადოებისთვის მინდა განვმარტო: იქ იყო საკითხები, რაც უკვე აღსრულების და შესრულების პროცესშია. იქ, ასევე, არის მითითებული საკითხები, რომელზეც შეუძლებელია შეთანხმება და არის საკითხები, რომელზეც, რა თქმა უნდა, მსჯელობა შეიძლება.
აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ მოლაპარაკებათა ახალ ეტაპზე და ყველა მხარეს გვმართებს კონსტრუქციულობა და მუშაობა საინტერესოდ, ნაბიჯების გადადგმა საინტერესოდ, რომ საბოლოო ჯამში, ეს ახალი ეტაპი დასრულდეს კონკრეტული პოზიტიური შედეგით პირველ რიგში ქვეყნისათვის და არა რომელიმე პარტიისათვის. პარტიებმა უნდა გადადგან პოზიციების დასაახლოებლად ერთმანეთისკენ ნაბიჯები. ამ პროცესში ველოდებით მათ წინადადებას" -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა