მადლობას ვუხდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს პირადი ძალისხმევისთვის
საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობის განსამტკიცებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ რეგიონში და მის საზღვრებს გარეთ საქართველო კვლავინდებურად წარმოადგენს ევროკავშირის სანიმუშო მოკავშირეს და პარტნიორს.
„რეგიონში და მის საზღვრებს გარეთ საქართველო კვლავინდებურად წარმოადგენს ევროკავშირის სანიმუშო მოკავშირეს და პარტნიორს. ჩვენ ერთგულად და დაუღალავად განვაგრძობთ წინსვლას ევროკავშირის წევრობისკენ. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მზადყოფნა პოლიტიკური დიალოგისთვის,"- აცხადებს პრემიერ-მინისტრი.