ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი მახათაძემ, მოადგილესთან ეკა
მაისურაძესთან ერთად , გაცნობითი შეხვედრა გამართა შპს "იერი", შპს „მპტ“, შპს „ ცოტნე“, შპს „ევროტექნიკსი’, შპს "ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის" , შპს „ ოვრო“, შპს „ ჯეი ემ კომპანი“, ,შპს „ დელტმშენი’’ წარმომადგენლებთან.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ზოგ ობიექტზე უამინდობის გამო შემაფერხებელ გარემოებებზე , პრობლემებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
სამუშაო ობიექტების დროულად და ხარისხიანად შეესრულება მიზნით, დაიგეგმა სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის უახლოეს ხანში განახლებული სამუშაო გეგმა-გრაფიკის წარმოდგენა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.