logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
თორნიკე რიჟვაძე: წესების დაცვით უნდა შევინარჩუნოთ სტაბილური ეპიდვითარება, რასაც  ჯეროვანი კონტროლი სჭირდება
თორნიკე რიჟვაძე: წესების დაცვით უნდა შევინარჩუნოთ სტაბილური ეპიდვითარება, რასაც ჯეროვანი კონტროლი სჭირდება
22:55 26.02.2021
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე იმსჯელეს ეკონომიკისა და ტურიზმის მიმართულებით შეზღუდვების შემსუბუქებაზე და კონტროლის მექანიზმებზე.

,,მთავარი გამოწვევა, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს ბალანსის გამოძებნა, გახლავთ, რომ შეზღუდვები და, მათ შორის, ეკონომიკური აქტივობა ისე დაიგეგმოს, რომ ეპიდემიის უკონტროლო გავრცელებას არ ჰქონდეს ადგილი. ასევე, ეკონომიკას თანმიმდევრულად მიეცეს აღდგენის შესაძლებლობა. განსაკუთრებით აქტუალურია ეს საკითხი აჭარაში, ბათუმში, რადგან არის ტურისტულად მნიშვნელოვანი მიმართულება. საკოორდინაციო საბჭოზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც შემსუბუქდა შეზღუდვების დიდი ნაწილი, რომელიც რეგიონში ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების აღდგენის შესაძლებლობას იძლევა რეალურად მოგვეცემა საშუალება მივიღოთ შიდა და საერთაშორისო ტურისტების პირველი ნაკადები.

მთავრობის სხდომაზე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ეპიდვითარება. თორნიკე რიჟვაძემ ხაზგასმით აღნიშნა იმ პასუხისმგებლობაზე, რაც კერძო სექტორისა და მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობით უნდა განხორციელდეს.

,,განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც კერძო სექტორის, ისე რიგითი მოქალაქეების მაქსიმალური პასუხისმგებლობა და თანამშრომლობა ყველა უწყებასთან. წესების დაცვით უნდა შევინარჩუნოთ ის სტაბილური ეპიდვითარება, რაც გვაქვს ბოლო კვირების განმავლობაში. ამას სჭირდება ჯეროვანი და ეფექტური კონტროლი" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის სხდომაზე, შეზღუდვების შემსუბუქების კონტროლის საკითხებთან ერთად იმსჯელეს ქობულეთის ინდუსტრიული ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ასევე საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმებზე.

სტაბილური ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით 25 თებერვლიდან დაიწყო შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა. აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა შაბათ-კვირის ჩათვლით, ზამთრის კურორტებზე გაიხსნა სასტუმროები. ასევე, 1 მარტიდან ბათუმის მასშტაბით რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა