იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში ფოტოგამოფენები „საბჭოთა ოკუპაციის 100 წელი“, „აფხაზეთი დღეს“ და „მუჰაჯირობა“ მოეწყო, ასევე გაიმართა მუჰაჯირობასთან დაკავშირებული პუბლიკაციის პრეზენტაცია.
გამოფენა მისასალმებელი სიტყვით გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიმართა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ.
ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მალხაზ თორია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი (გეგა) შენგელია, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ბოლოს მინისტრმა დავით ფაცაციამ ზუგდიდის სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრის ბენეფიციარებს სასაჩუქრე პაკეტები გადასცა.