საქართველოს პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის
თავჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, მმართველი გუნდი ოპონენტებთან დიალოგისთვის მზადაა.
მისი თქმით "ქართული ოცნების" გუნდი ოპოზიციას პარლამენტში შესვლასა და მათთან დიალოგზე განუწყვეტლივ მოუწოდებს.
„ჩვენ არცერთი წუთით არ დაგვიტოვებია დიალოგის მაგიდა. ყოველ წუთს მოვუწოდებთ ოპოზიციას, რომ მოვიდეს დაჯდეს და შემოვიდეს პარლამენტში. ყველაფერზე ვლაპარაკობთ ყოველ ეტაპზე ერთის გარდა, რომ რაც ხალხმა მოგვცა მანდატი, იმის გადახედვა არ მოხდება თუ გაყალბებული არ არის“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.