საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დიპლომატიური კორპუსის
წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და არსებული ვითარებიდან გამოსავლის გზებზე.
შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი პროცესების კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელების მნიშვნელობას.