საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად ძებნაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, პარტია
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ასევე ბრალდებულ ნიკა მელიას დაკავებას ეხმიანება:
"საქართველოს ისტორიაში, ბოლო ათწლეულებში არასოდეს მომხდარა ის, რომ ასეთი სახით, ბრუტალურად სრულიად მოგონილი მიზეზით დაეპატიმრებინათ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავჯდომარე და ლიდერი.
მე მინდა გვესმოდეს თუ რატომ არის ივანიშვილი ასე მომართული "ნაციონალურ მოძრაობაზე", რატომ ებრძვის ყველაზე მეტად "ნაციონალურ მოძრაობას", რატომ იყენებს ამისთვის ყველაფერს, რათა ეს პარტია გაანადგუროს და მისი ლიდერები დააპატიმროს.
აქ საუბარი იმაზე კი არ არის, რომ ვიღაცას მოსწონს ან არ მოსწონს, აქვს სიმპატია ან არ აქვს სიმპათია ნიკა მელიას მიმართ, სააკაშვილის მიმართ ან თუნდაც ნიკა გვარამიას მიმართ, აქ საუბარი სხვა რაღაცაზეა, ეს არის მთავარი ძალა, რომლის მთავარი ამოცანა არის საქართველოს და ქართველი ერის დახსნა სიღარიბის და მონობის უღელისაგან, რომელშიც ის შეიყვანა ივანიშვილმა.
ეს არის ის ძალა, რომელმაც შეძლო წარმატებული გამოცდილების შექმნა საქართველოსთვის და ამას აღიარებს მთელი მსოფლიო და რომელმაც შეძლო ბრძოლის გაგრძელება მიუხედავად ამდენი წლის რეპრესიებისა.
ივანიშვილის სპეცრაზმი მივა ყველგან და ყველა ლიდერთან, რომელიც იბრძვის იმისათვის, რომ საქართველო გადაარჩინოს სასოწარკვეთილების, უბედურების და სიღატაკის ამ მძიმე ხვედრისგან. ისინი ამას გააგრძელებენ იმიტომ, რომ მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ და ჩვენც სხვა გამოსავალი არ გვაქვს თუ არა გავაგრძელოთ ბრძოლა გამარჯვებამდე, იმიტომ, რომ ახლა რაც ხდება, რომ გერმანიამ კომბოსტოს ამკრეფავებად უნდა წაიყვანოს ასიათასამდე ქართველი და სამუდამოდ დაიტოვოს იქ მეორე ხარისხოვან პრაქტიკულად მოქალაქეებად, ის რაც ხდება, როდესაც სხვა ქვეყნებმაც შეიძლება გასცეს იგივე მოწვევა და ივანიშვილიც სიამოვნებით უყიდის მათ უფასო ბილეთებს ცალი მიმართულებით.
მისი მმართველობის წლებში საქართელო დატოვა 900 ათასზე მეტმა ადამიანმა, ეს არის რამდენიმე წელიწადში იმდენივე, რამდენიც ავბედით წლებში, როდესაც ჩვენი ფეოდალები ანაკლიის და ახალციხის გავლით ყიდდნენ ჩვენს ხალხს მონებად, მაშინ ამას დასჭირდა 60 წელი და ახლა ივანიშვილის კონტროლირებად აეროპორტებიდან, ჩემს მიერ აშენებული სხვათაშორის, ბევრად უფრო სწრაფად ხდება ყველაფერი იგივე და მალე საქართველოსგან თითქმის აღარაფერი აღარ დარჩება. აი ეს არის მათი გეგმა, რომ არავინ არ შეუშალოს ხელი მათ სასახლეების მშენებლობაში და ტკბობაში, ქვეყანა დაიცალოს და ბოლომდე განადგურდეს. ეს არის ქართველი ხალხის გენოციდი და ეს არის ის რაც ჩვენს მტერს ყველაზე მეტად სურს. ამიტომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ბრძოლის ყველანაირი პოლიტიკური მეთოდის გამოყენება, ჩვენ უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის დაცვა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საქმე გვაქვს სრულიად თავზეხელაღებულ ბოროტ ძალასთან და მასთან კომპრომისები არის შეუძლებელი. ჩვენ აუცილებლად უნდ ამივიყვანოთ ჩვენი ბრძოლა გამარჯვებამდე და ეს ასეც იქნება, ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული. მაგრამ ეს იქნება მძიმე ბრძოლა და ეს მოითხოვს თითოეული ქართველის მიერ იმის გაცნობიერებას თუ რა საფრთხის წინაშე ვართ თითოეული ჩვენთაგანი და მე ვფიქრობ ეს გაცნობიერება პრაქტიკულად უკვე მომხდარია" - განაცხადა სააკაშვილმა.