ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელი დღეს განციტარებულ მოვლენებს აფასებს:
"ესკალაციის ლოგიკა იმარჯვებს.
პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება.
ყველა მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და ქვეყნისა და საქართველოს ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს.
საერთო ენის გამონახვის მცდელობებზე უარი არ უნდა ითქვას" - აცხადებს ჰარცელი.
დღეს დილით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის ოფისიდან აიყვანეს.