ტელეკომპანია "მთავარი არხის" ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია პარტია "ქართული ოცნების"
თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ფსიქიკურად არაჯანსაღ ადამიანს უწოდებს.
ეს კომენტარი ნიკა გვარამიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც ირაკლი კობახიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებას განცხადებით გამოეხმაურა.
მესმის, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე საჯაროდ საუბარი არაა მიზანშეწონილი, მაგრამ როდესაც გმართავს ადამიანი, რომელიც ჯანმრთელად აშკარად ვერ არის, სხვა საკითხია - განაცხადა გვარამიამ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნიკა მელიამ საკუთარი თავი თავად დაიჭირა, მას შემდეგ, რაც კანონი და სამართალი აბუჩად აიგდო.
ნიკა მელია სამართალდამცველებმა დღეს დილით, პარტიის ოფისში აიყვანეს.