პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 15:00 საათზე, სახელმწიფო
კაცელარიასთან საპროტესტო აქციას აანონსებს.
ამის შესახებ განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ გააკეთა და მოსახლეობას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ნაცმოძრაობის ოფისიდან პარტიის თავმჯდომარე, სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი და პატიმრობამისჯილი ნიკა მელია აიყვანეს.