საქართველოს პარლამენტმა 89 ხმით 2-ის წინააღმდეგ საქართველოს ახალი მთავრობა
დაამტკიცა.
საქართველოს მთავრობას უკვე მეორედ, ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.
მინისტრთა ახალ კაბინეტში ორი ცვლილებაა. თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი მისმა მოადგილემ ჯუანშერ ბურჭულაძემ შეცვალა.
აგრეთვე, ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს, მაია ცქიტიშვილს მისი პირველი მოადგილე შეცვლის.
ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას ალეკო ელისაშვილის პარტიის წარმომადგენლობამ მხარი არ დაუჭირა, ხოლო "ევროპელმა სოციალისტებმა" კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.