პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით თავდაცვის სამინისტროსა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროში განხორციელებული ცვლილებები უმნიშვნელოვანესია.
განცხადება გიორგი ვოლსკიმ ღარიბაშვილის სამთავრობო პროგრამასა და მთავრობის დამტკიცების შესახებ საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააკეთა.
„ცვლილებები დიდი არ არის მაგრამ თავდაცვის სამინისტროში ისევე როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში ცვლილებები არის საგანგებო მნიშვნელობის. ეს გუნდი ნდობას იმსახურებს განსაკუთრებით კრიზისულ სიტუაციაში გამოიჩნა თავი“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.