პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ალისაშვილი მთავრობის დამტკიცების
საკითხსა და ღარიბაშვილის სამთავრობო პროგრამას ეხმაურება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.
„პარტია მოქალაქეების ხმები პარლამენტში გადამწყვეტი რა თქმა უნდა არ იქნება მაგრამ ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ღარიბაშვილის კანდიდატურას და მის მთავრობას“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.