სასჯელაღსრულების მინისტრად გიორგი ტუღუში ინიშნება. საქართველოს პრეზიდენტმა დღეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა
და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრად სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში წარადგინა.
ყოფილი ომბუდსმენი ამ პოსტზე ხათუნა კალმახელიძეს შეცვლის, რომელმაც თანამდებობა გუშინ დატოვა. სისტემაში ცვლილებები პატიმრების წამების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ დაიწყო.

















