„უფლებადამცველთა გაერთიანება“ ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოითხოვს - შეწყვიტოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე
ილია მეორეზე ზეწოლა.
როგორც გაერთიანების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილის დათა ახალაიას, თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციის უფროსის სოსო თოფურიძის და თბილისის მერის გიგი უგულავას მხრიდან ილია მეორეზე ზეწოლის მცდელობის შესახებ.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ ეს პატრიარქზე ზეწოლის პირველი მცდელობა არ არის.
„უფრო ადრე, მეუფე სერაფიმემაც დაადასტურა ის ფაქტი, რომ პატრიარქს გიგი უგულავა საკურთხეველში უყვიროდაო“-ნათქვამია განცხადებაში.
„უფლებადამცველთა გაერთიანება“ კატეგორიულად მოითხოვს, ხელისუფლებამ ერის სულიერ მამაზე ზეწოლა შეწყვიტოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათივე განცხადებით, ისინი ხალხის მართლმსაჯულებას ვერ გაექცევიან.
ამასთან, ორგანიზაცია, ყოველგვარი ექსცესების თავიდან ასაცილებლად, საპატრიარქოს პატრიარქის დაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

















