მინისტრთა კაბინეტს მინისტრობის ორი ახალი კანდიდატი ეყოლება, სხვა წევრები კი
დაკავებულ თანამდებობაზე დარჩებიან:
როგორც პარტია "ქართული ოცნების" ოფისში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას მოქმედი მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს კი მისი პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის.
პარლამენტი მინისტრთა ახალ კაბინეტს ორშაბათს დაამტკიცებს.