საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მმართველი პარტიის
მიერ მტავრობის მეთაურად მისი კანდიდატურის წარდგენისას პირველი კომენტარი გააკეთა.
მომავალმა პრემიერმა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მისი მოღვაწეობის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
" ჩვენთვის ყველასთვის ემოციური დღეა. ამის მიუხედავად ჩვენმა გუნდმა სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის
თავჯდომარეს და მთლიან გუნდს ჩემი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებაზე.
ბუნებრივია ეს პირველ რიგში უდიდესი პასუხისმგებლობაა და რა თქმა უნდა ეს არის უდიდესი პატივი, რომ დამტკიცების შემთხვევაში მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ჩვენი ქვეყნის წინაშე უამრავი გამოწვევა არსებობს, პირველ რიგში ეს არის კოვიდპანდემია, ეს არის უმუშევრობა ეკონომიკური სიდუხჭირე და მოსახლეობის მძიმე მდგომარეობა, რაც ბუნებრივია საჭიროებს სწრაფ გადაწყვეტილებებს და ამისათვის ჩვენ ყველანი ვართ მოწოდებული, რომ სწრაფად მოვუგვაროთ ჩვენს მოსახლეობას პრობლემები.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და იმ წონასწორობას, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს ნორმალურად კონტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება. კიდევ ერთხელ მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო გუნდს და ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს კიდევ უფრო ძლიერი" - განაცხადა ღარიბაშვილმა.