logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
დავით ბაქრაძე: თუ ერთპარტიული პარლამენტი მთავრობის დამტკიცებას გადაწყვეტს, ეს ახალი დესტაბილიზაციის მიზეზი გახდება
დავით ბაქრაძე: თუ ერთპარტიული პარლამენტი მთავრობის დამტკიცებას გადაწყვეტს, ეს ახალი დესტაბილიზაციის მიზეზი გახდება
13:13 18.02.2021
"პირველ რიგში მინდა მივესალმო ყველას ვისაც აწუხებს და იბრძვის საქართველოში მშვიდობისთვის, ამ ქვეყანაში დემოკრატიისთვის, ამ ქვეყანაში პოლიტიკური დევნის და შერჩევითი სამართლის შეწყვეტისთვის, თითოეულ ასეთ ადამიანს მივულოცო დღევანდელი დღე და ვუთხრა დიდი მადლობა" - ასე გამოეხმაურა პარტია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე პრემიერ გიორგი გახარიას გადადგომას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე შეფასებით, ეს არის ქართული საზოგადოების, ქართული ოპოზიციური სპექტრის და პირადად ნიკა მელიას გამარჯვება.

"ჩვენ ყველამ ერთად ვაჩვენეთ, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკურ დევნას არ აქვს მომავალი, შერჩევით სამართალს არ აქვს მომავალი, დაპირისპირებას, ზიზღს და აგრესიას, რომელსაც მუდმივად ცდილობს გამოიწვიოს "ქართული ოცნება" - არ აქვს მომავალი. მთავარი დღეს გახლავთ არა ნიშნის მოგება და არა საუბარი მიღწეულ შედეგზე, მთავარი გახლავთ ის, როგორ შევძლოთ ყველამ ერთად, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და წესრიგი და საქართველო დაუბრუნდეს ნორმალური განვითარების გზას.

ამისთვის არსებობს ერთადერთ შესაძლებლობა ეს არის შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა მოლაპარაკებების გზით და მინდა დავადასტურო ჩვენი მზადყოფნა.

დავუბრუნდეთ მოლაპარაკებათა მაგიდას, დავუბრუნდეთ იმ საკითხების განხილვას, რომელიც აუცილებელია ამ ქვეყანაში სიმშვიდის და ნორმალური მომავლისთვის, ეს გახლავთ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, სადაც ქართული საზოგადოება გადაწყვეტს ვინ უნდა მართოს ეს ქვეყანა, ეს გახლავთ პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტიკურად მოტივირებული პროცესების ერთხელ და სამუდამოდ დასრულება ამ ქვეყანაში, ეს გახლავთ საარჩევნო სისტემის იმგვარად ცვლილება, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში მომავალი არჩევნების ნორმალურად ჩატარებას. ეს არის დღეს ერთადერთი გამოსავალი.

მინდა ვუთხრა ქართული ოცნების იმ გუნდს, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ქეყანაში არაფერი არ ხდება, თქვენმა პოლიტიკამ, თქვენმა უგუნურებამ საკუთარ ძალაუფლებაზე და სკამებზე ჩამოკიდებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ქვეყანა შევიდა უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში, როგორიც არ ყოფილა ბოლო წლების, ძალიან ბევრი წლის განმავლობაში. მიგვიყვანა უდიდესი საფრთხეების წინაშე, რომ ამ ქვეყანაში მოხდეს არეულობა და საქართველოს მომავლის პერსპექტივამ რომ კიდევ უფრო უკან გადაიწიოს.

ამიტომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს ყველას დღეს, როცა ხელისუფლება პრაქტიკულად ჩამოშლილია ნებისმიერი მცდელობა, გამოსავალი მოიძებნოს იმის ხარჯზე, რომ ერთპარტიული პარლამენტი აირჩევს და დააკომპლექტებს და მანდატს მისცემს პრემიერმინისტრს და მთავრობას, არის წინასწარ განწირული და იქნება ნაბიჯი მომავალი უფრო დიდი დაპირისპირებისა და დესტაბილიზაციისკენ. ვიმეორებ თავად ერთპარტიული პარლამენტი, რომელსაც არ გააჩნია მანდატი, ვერ გასცემს ქართველი ხალხის ნდობის მანდატს მთავრობაზე და ეს ვერ იქნება და არ იქნება მთავრობა, რომელიც ასახავს ხალხის აზრს.

ამიტომ მინდა "ქართული ოცნების" ამ დარჩენილ გუნდს მოვუწოდო დაანებონ თავი, ახლა მაინც დაანებონ თავი იმ კონფრონტაციული ნაბიჯების გადადგმას, რომელმაც ასე ღრმა კრიზისში შეიყვანა პირველ რიგში თავად "ქართული ოცნება" და პრაქტიკულად ჩამოშალა "ქართული ოცნება" და რომელიც ამხელა საფრთეს უქმნის ქვეყანას" - განაცხადა ბაქრაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა