ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში
განცხადებას ავრცელებს და პოლიტიკურ სპექტრს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
"მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ძალადობა მხოლოდ საქართველოს სტაბილურობის ძირისგამოთხრის მსურველებს აძლევს ხელს. არსებული ვითარება უნდა გადაიჭრას მშვიდობიანად" - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიტიკური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას პარლამენტმა ორი დღის წინ 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა.