logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ირმა ინაშვილი - ვიდეომასალა ჩემი, როგორც ჟურნალისტის მოპოვებულია, პროცესები კი - მხოლოდ ახლა იწყება
ირმა ინაშვილი - ვიდეომასალა ჩემი, როგორც ჟურნალისტის მოპოვებულია, პროცესები კი - მხოლოდ ახლა იწყება
12:34 20.09.2012
ჟურნალისტი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამების ამსახველი ვიდეომასალა მან, როგორც ჟურნალისტმა მოპოვა.

ამის შესახებ განცხადება ინაშვილმა ბრიუსელიდან ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ეთერში გააკეთა და გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.

ინაშვილის თქმით, ისტორია მაისში დაიწყო, მას ვანო მერაბიშვილის სახელით დაუკავშირდნენ და შემზარავი ვიდეოკადრები მიაწოდეს.

„ამის შემდეგ, მე ასევე გავიგე, რომ არის ადამიანი, რომელმაც გადაიღო ეს ვიდეომასალა და შემატყობინეს, რომ ადამიანს თურმე დაუტოვებია საქართველოს საზღვრები დაახლოებით იმავე პერიოდში. თავისთვად საინტერესო იყო ფაქტი, როგორ მოახერხა ამ მასალის გადამღებმა საქართველოს საზღვრის დატოვება და მე ჩავთვალე, რომ ეს სულაც არ მომხდარა შემთხვევით, ანუ იყო ძალოვანების გარკვეული შტოს მხრიდან მხარდაჭერა“- აცხადებს ინაშვილი.

მისივე თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ საზოგადოებამ ნახა მხოლოდ ფრაგმენტი, 10 წუთიანი ვიდეომასალა. „მე ახლა ხელში მიჭირავს ჩიპი, სადაც არის საათნახევრიანი ვიდეო, თუ რა ხდებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში“- აღნიშნა ინაშვილმა და დასძინა, რომ იგი უკვე გადაეგზავნა ყველა ევროსტრუქტურის წარმომადგენელს და პირველ პირებს. ამიტომ, მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან მუქარას არანაირი აზრი არ აქვს.

„მას შემდეგ, რაც მე მივიღე ეს ვიდეომასალა, დავუკავშირდი ჩემს მეგობრებს, კოლეგებს ბრიუსელში, „ობიექტივის“ ბიუროს წარმომადგენლებს გიორგი ფოფხაძეს და მერაბ ლადაძეს. სწორედ მათი დახმარებით მოხდა ვიდეომასალის მიწოდება ევროსტრუქტურების მარალჩინოსნებისთვის. ამ ხნის მანძილზე, ვიდეომასალის გადამღები ლადო ბედუკაძე ცხოვრობდა სწორედ მერაბ ლადაძესთან“- განაცხადა ინაშვილმა.

მისივე თქმით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს, ტელეკომპანია „მეცხრე არხთან“ და „მაესტროსთნ“ დაკავშირებით ხელისუფლება გარკვეულ სპეცოპერაციას გეგმავს და შურისძიებას ამზადებს.

ინაშვილი ხელისუფლებას მიმართავს და აცხადებს, რომ ვიდეომასალის გავრცელებასთან დაკავშირებით, არც „მაეტრო“ და რაც „მეცხრე არხი“ არაფერ შუაშია.

„პირადად ჩემი, ჟურნალისტ ირმა ინაშვილის მიერაა მოპოვებული ეს მასალა. ჩვენ გარკვეულ სტარტეგიას და ტაქტიკას მივმართეთ, როდესაც გიორგი ფოფხაძე ჩართო „მეცხრე არხის“ პირდაპირ ეთერში, ამავდროულად პირდაპირ იგზავნებოდა ეს მასალაც და „მეცხრე არხს“ საერთოდ არ ჰქონდა ინფორმაცია რა მასალას აწვდიდა გიორგი ფოფხაძე მათ“- განაცხადა ინაშვილმა და დასძინა, რომ ჟურნალისტ და ტელეწამყვან შალვა რამიშვილსაც თავად მიაწოდა ვიდეომასალა.

ჟურნალისტის თქმით, სასაცილოა ხელისუფლების ბრალდება, რომ თითქოს ვიდეოკადრების გადაღება პატიმარმა თამაზ თამაზაშვილმა დაგეგმა და განახორციელა.

„არცერთი პიროვნება, ვისზეც ახლა ხელისუფლება საუბრობს, არცერთი ორგანიზაცია, მით უმეტეს „ქართული ოცნება“ ან პატიმარი თამაზ თამაზაშვილი ამ პროცესებთან არანაირ კავშირში არ არიან. სასაცილოა, პატიმარი დაადანაშუალო იმაში, რომ თითქოს ის აკონტროლებდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს. ამისი უკვე აღარავის აღარ სჯერა“- აღნიშნავს ჟურნალისტი.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ინფომაციის გაჟონვის შედეგად შეიტყო, რომ 20 სექტემბრისთვის ბრიუსელში ბრიფინგი მზადდებოდა და აღნიშნული ბრიფინგის გადაფარვის მიზნით, მანამდე დაიწყო ამ თემაზე საუბარი.

„გავქვს ინფორმაცია, საიდან მოხდა ინფორმაციის გაჟონვა და ეს იმდენად რეზონანსული საქმეა, რომ ამას მომავალში ნადვილად მოჰყვება გამოხმაურება. ხელისუფლებამ გაითვალისწინოს, რომ არავის არ ეშინია მუქარის და პროცესები მხოლოდ ახლა იწყება“- აცხადებს ჟურნალისტი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა