საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეა წულუკიანი
ევროსაბჭოს მოუწოდებს, რეაგირება მოახდინოს იმ კადრებზე, რომელიც პენიტენციალურ სისტემაში პატიმართა წამებას ასახავს.
წულუკიანის თქმით, აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს ხმა არ ამოუღია.
„ვაპირებ დღეს მივმართო კატალინა ბოლონეზეს, მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ევროსაბჭო არის ადამიანის უფლების დამცველი ორგანიზაცია და მან დღესვე უნდა შეაფასოს ის, რაც კადრებში ვიხილეთ, პატიმართა წამების შესახებ“ - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, რაც შეეხება ევროკავშირის ელჩს ფილიპ დიმიტროვს, არავის შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია მასთან, რადგან ის ყოველთვის დროულ შეფასებებს აკეთებს.

















