სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების წამების ამსახველ კადრებს და ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს პოლიტოლოგი
გია ნოდია სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.
როგორც ის აცხადებს, მდგომარეობა ტრაგიკულია.
„მომხდარის გამო პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება მხოლოდ ერთ ან ორ მინისტრს, პასუხისმგებელია მთავრობა და პირადად პრეზიდენტი. ნორმალურ ვითარებაში, ასეთი რამის შემდეგ მთლიანად მთავრობა უნდა იცვლებოდეს. მაგრამ ტრაგიკული ელემენტი ისაა, რომ ალტერნატივად ბიძინა და "ოცნება" გყავს“-აღნიშნა მან.

















