მადლობა საქართველოს დიდ მეგობრებს და ქომაგებს, გარი კონოლსა და ადამ კინზინგერს
ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი კანონპროექტის ხელახლა ინიცირებისთვის და საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის კიდევ ერთხელ ხაზგასმისთვის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.
მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, უწყვეტი დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოების განმტკიცება ხდება.
„მადლობა საქართველოს დიდ მეგობრებს და ქომაგებს, გარი კონოლსა და ადამ კინზინგერს ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი კანონპროექტის ხელახლა ინიცირებისთვის და საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის კიდევ ერთხელ ხაზგასმისთვის, რითაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, უწყვეტი დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოების განმტკიცება ხდება", - წერს პრემიერ-მინისტრი.