სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ერთ-ერთ გვერდზე გავრცელებული მიმართვა არ წარმოადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ოფიციალურ
განცხადებას - ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის აპარატი ავცელებს.
აპარატში აზუსტებენ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის სახელით, სოციალურ ქსელებში უამრავი არაოფიციალური გვერდი არის შექმნილი, ხოლო ერთ-ერთ მათგანზე გავრცელდა „პრემიერ-მინისტრის მიმართვა“, რომელიც არ წარმოადგენს ოფიციალურ განცხადებას.
პრემიერ–მინისტრის აპარატის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის ოფიციალური მიმართვების ნახვა სოციალურ ქსელში შესაძლებელია მხოლოდ ორ ოფიციალურ გვერდზე - (https://www.facebook.com/Merabishvili.vano და https://www.facebook.com/GeorgianGovernment).

















