logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
პარმენ მარგველიძე: ხელისუფლება რეგიონების თანაბრად განვითარებას ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს
პარმენ მარგველიძე: ხელისუფლება რეგიონების თანაბრად განვითარებას ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს
20:00 09.02.2021
მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სახელისუფლებო გუნდს გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისათვის. მადლობა იმისთვის, რომ კვლავ მაქვს შესაძლებლობა მივიღო მონაწილეობა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის განვითარების პროცესში და ჩემი წვლილი შევიტანო, - ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა პარმენ მარგველიძემ პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგადად, ძლიერი რეგიონები არის ძლიერი სახელმწიფო და ხელისუფლება ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს რეგიონების თანაბრად განვითარებას. პარმენ მარგველიძემ აღნიშნა, რომ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონი მისთვის მშობლიურია და მან კარგად იცის, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს მხარე, ასევე განვითარების რა შესაძლებლობები აქვს.

„ჩემთვის ეს რეგიონი გახლავთ მშობლიური, მე იქ დავიბადე, იქ ვცხოვრობ, იქ დავაგროვე ჩემი სამუშაო გამოცდილება და მათ შორის ვიყავი აღნიშნულ თანამდებობაზე 2013-2017 წლებში. ჩემთვის კარგად არის ცნობილი რეგიონის სპეციფიკა, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი მხარე, განვითარების რა შესაძლებლობები აქვს და ის ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც საკმაოდ დიდი აქვს ჩვენს რეგიონს. ზოგადად, ძლიერი რეგიონები ეს არის ძლიერი სახელმწიფო და ხელისუფლებაც ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს რეგიონების თანაბრად განვითარებას, მათ შორის, მაღალმთიანი რეგიონების განვითარებას, რასაც მოწმობს ის განხორციელებული მიზნობრივი პროგრამები, ინფრასტრუქტურული პროექტები, იგივე მთის კანონი და ა.შ. ყველა ეს პროგრამა განკუთვნილია იმისთვის, რომ რეგიონში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესობისკენ წავიდეს, სამუშაო ადგილები შეიქმნას და მიგრაციული პროცესები შემცირდეს, რაც ასე აწუხებს უკვე ათეული წლებია მაღალმთიან რეგიონებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთობლივად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აღმასრულებელ ორგანოებთან ერთად ჩვენს პარლამენტთან ერთად და სახელისუფლებო გუნდთან, სამხარეო სამსახურებთან ერთად შევძლებთ, უფრო მიმზიდველი გავხადოთ ჩვენი რეგიონი, უფრო მეტად განვავითაროთ ინფრასტრუქტურა და ყველა გამოწვევას, რომელიც იქნება ადგილზე, გავუმკლავდეთ,"- განაცხადა პარმენ მარგველიძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა