logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: გუბერნატორების კორპუსის ძირითადი ფუნქციაა ხარისხიანი, ეფექტიანი კოორდინაცია ადგილობრივ ხელისუფლებასა და მთავრობას შორის; ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია
გიორგი გახარია: გუბერნატორების კორპუსის ძირითადი ფუნქციაა ხარისხიანი, ეფექტიანი კოორდინაცია ადგილობრივ ხელისუფლებასა და მთავრობას შორის; ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია
19:16 09.02.2021
გუბერნატორების კორპუსის ძირითადი ფუნქცია არის ხარისხიანი, ეფექტიანი კოორდინაცია ადგილობრივ ხელისუფლებასა და მთავრობას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, გუბერნატორებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს საკითხი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ქვეყანა ებრძვის გლობალურ პანდემიას და გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს.

„ხარისხიანი, ეფექტური კოორდინაცია, ადგილობრივ ხელისუფლებასა და ცენტრალურ მთავრობას შორის, უკიდურესად მნიშნველოვანია. დღეს გვაქვს კონკრეტული საკადრო გადაწყვეტილებები, რომელსაც გავახმოვანებთ და რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ და კიდევ უფრო ეფექტური გახადონ ეს კოორდინაცია. ამიტომ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გუბერნატორების კორპუსის ძირითადი ფუნქცია არის ხარისხიანი, ეფექტიანი კოორდინაცია ადგილობრივ ხელისუფლებასა და მთავრობას შორის. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ქვეყანა ებრძვის გლობალურ პანდემიას და როდესაც ქვეყანა ებრძვის გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ ბრძოლის წარმატებით დასრულებაში, ადგილობრივი ხელისუფლების, გუბერნატორების, ჩვენი მოქალაქეების როლი, ფუნქცია და მათი ეფექტიანი მუშაობის მნიშვნელობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი.

ყველას მოგეხსენებათ, რომ დღეს, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გვაძლევს შესაძლებლობას და ჩვენ ეტაპობრივად ვამსუბუქებთ შეზღუდვებს, თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მაგალითად, დადებითობის მაჩვენებლები გაიზრდება, უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, რომ მათ შორის, ვირუსიც, ვმართოთ რეგიონალურ ჭრილში და მაშინ, როდესაც კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გვაქვს აჭარაში, ან კახეთში და სხვაგან, სადმე, რომელიმე რეგიონში, ცოტა უფრო რთული სიტუაციაა, ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ სრულად უნდა დაიკეტოს ქვეყანა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქვეყანამ, ეკონომიკური აღდგენა დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება ეფექტურად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა