logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
თეა ახვლედიანი დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
თეა ახვლედიანი დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
11:26 05.02.2021
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

თეა ახვლედიანმა 60-მდე საერთაშორისო პარტნიორს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2020 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, როგორც შერიგების და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული შედეგების თვალსაზრისით. დისტანციურ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას დაეთმო. აქცენტი გაკეთდა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებზე, უკანონო დაკავებებზე, ადამიანების ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებსა და შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე, რომელიც პანდემიის ფონზე კიდევ უფრო დამძიმდა.

საერთაშორისო პარტნიორებთან განხილულ იქნა სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულებით მიმდინარე წლის გეგმები, ამოცანები და შემდგომი თანამშრომლობის კონკრეტული ხედვები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

„მთავრობის ანგარიშის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დეკემბერში წარმოდგენილი წლიური ანგარიშის შემდეგ, დღეს ჩვენი საქმიანობის შედეგად მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგების თაობაზე ინფორმაცია წარვუდგინეთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. უცხოელ პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ, როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული ხელშესახები პროგრესის თაობაზე.

ეს შეხვედრა იმ თვალსაზრისითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ გარკვეული მიმართულებებით მიღწეული შედეგები განპირობებულ იქნა სწორედ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციის და თანამშრომლობის გზით.

ამ შეხვედრაზე ჩვენ სამომავლო გეგმებზეც ვიმსჯელეთ, დავსახეთ მიმდინარე წლის ამოცანები და თანამშრომლობის კონკრეტული გზები. ბუნებრივია შეხვედრის დიდი ნაწილი დაეთმო დღესდღეობით არსებული სირთულეებისა და გამოწვევების განხილვას და მათზე მსჯელობას, განსაკუთრებით ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობის, ისევე როგორც ჩვენი რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების გათვალისწინებით.

ამ თვალსაზრისით დიდი დატვირთვა ჰქონდა ამ შეხვედრას, სადაც ხაზი გაესვა კიდევ ერთხელ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მხარდაჭერის და შემდგომი ძალისხმევის კონსოლიდაციის მნიშვნელობას. შეხვედრისას საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებისადმი მტკიცე მხარდაჭერა"- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა