logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩთან განათლების სისტემაში მიმდინარე პროექტები და თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა
მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩთან განათლების სისტემაში მიმდინარე პროექტები და თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა
16:43 02.02.2021
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთის ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონსუმასპინძლა და მასთან განათლების სისტემაში მიმდინარე პროექტებიდა თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილა.

მიხეილ ჩხენკელმა ელჩს მადლობა გადაუხადა განათლების სფეროში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი პროექტისთვის და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის განათლებისა და კულტურის სფეროებში ურთიერთობების გაღრმავებას ხელს განსაკუთრებულად უწყობს ბრიტანეთის საბჭო საქართველოში (BritishCouncil).

შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს Covid-19-ის პანდემიის პირობებში განათლების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფის მიმართულებით.
მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტროს მთავარ მიზანსზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაცია და მსოფლიო მასშტაბით კონკურენტუნარიანი კადრების აღზრდა წარმოადგენს.პროფესიული განათლების მიმართულებით ნაყოფიერი თანამშრომლობის მაგალითია დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელს "PortsmouthCollege"-სა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას შორის გაფორმებული მემორანდუმი, რომლის ფარგლებში არაერთი ერთობლივი პროექტი და გაცვლითი პროგრამა განხორციელდება.

მინისტრის თქმით, უმაღლესი განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია მსოფლიო დონის ორიმეგა-პროექტი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ადრონული თერაპიის ცენტრი. ერთი მხრივ, უნივერსიტეტში მოქმედებს მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შედეგად შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამები. აღსანიშნავია, რომ მომდევნო წლებშიც განათლების სამივე საფეხურისათვის სწორედ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების აკადემიურ პროგრამებზე დაფუძნებული ახალი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა იგეგმება. მეორე მხრივ, კი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად უცხოელი პროფესორები კითხულობენ.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მზად არის სხვა ბრიტანულ უნივერსიტეტებთან ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განსახორციელებლად და აკადემიური პროგრამების დასანერგად.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში ახალგაზრდების შესაძლებლობების რეალიზებისათვის გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური სივრცე.

რაც შეეხება სამეცნიერო-კვლევით პროცესს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ამ მხრივ უაღრესად მნიშვნელოვანია ადრონული თერაპიის ცენტრის დაფუძნება, რომელიც საქართველოში მეცნიერების განვითარებას შეუწყობს ხელს. ცენტრში განთავსდება ორი ციკლოტრონი, ერთისიმსივნის მკურნალობისათვის ულტრათანამედროვე მეთოდებით,ხოლო მეორე – კვლევისთვის ბირთვულ ექსპერიმენტულ ფიზიკაში, რადიაციულ ბიოფიზიკასა და ქიმიაში. მიხეილ ჩხენკელმა განმარტა, რომ ულტრათანამედროვე მეთოდი – პროტონული თერაპია – ეს არის სხივური თერაპიის ფორმა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, ებრძოლოს დაზიანებულ უჯრედებს და უვნებელი დატოვოს ჯანსაღი,რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობისთვის. მინისტრის თქმით, უცხოელმა მეცნიერებმა უკვე გამოთქვეს მზადყოფნა,ქართველ მეცნიერებთან ერთად ჩაერთონ აღნიშნულ კვლევებში. ადრონული თერაპიის ცენტრს აფინანსებს და ახორციელებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“.

შეხვედრაზე მხარეებმა კულტურისა და სპორტის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებიც განიხილეს. თავის მხრივ, მარკ კლეიტონმა საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში თანამშრომლობის გაფართოების მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრას საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს გენერალური დირექტორი ზაზა ფურცელაძე ესწრებოდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა