logo2
logo2
არქივი
« მაისი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ცესკო: დადასტურდა, რომ ე.წ. დისბალანსზე განცხადების გაკეთებისას ISFED-მა საოქმო მონაცემები სრულად არ გაითვალისწინა
ცესკო: დადასტურდა, რომ ე.წ. დისბალანსზე განცხადების გაკეთებისას ISFED-მა საოქმო მონაცემები სრულად არ გაითვალისწინა
19:54 29.01.2021
„სამართლიანმა არჩევნებმა“ (ISFED) დღეს გავრცელებული ინფორმაციით დაადასტურა, რომ მათ მიერ ე.წ. მეტობით დისბალანსების შესახებ არჩევნების შემდეგ გავრცელებული განცხადება იყო მეორე, არასწორად გავრცელებული და დაუსაბუთებელი ინფორმაცია, რომელიც პარალელური დათვლის მეთოდოლოგიას ეყრდნობოდა.

"სამწუხაროა, რომ არჩევნების პერიოდში ამ დაუზუსტებელი (არასწორი განმარტებებით), მონაცემების გავრცელებამ საზოგადოებაში არასწორი აღქმაც გამოიწვია და შეიძლება ითქვას საზოგადობის ნაწილი შეცდომაშიც შეიყვანა.

დღეს უკვე, 8 პროცენტიან დისბალანსზე საუბრისას „სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, რომ
ეყრდნობოდა მხოლოდ პირველად შედგენილ ოქმებს და არ ჰქონდა გათვალისწინებული
შესწორების ოქმები, რომელიც დგება კანონმდებლობის საფუძველზე და შემაჯამებელი ოქმის
განუყოფელი ნაწილია.

ამასთან დაკავშირებით, ცესკომ, საჯარო განცხადების გარდა, 22 იანვარს მიმართა ორგანიზაციას ოფიციალური წერილით და მოითხოვა კიდეც დამატებითი განმარტებები ამ საკითხთან დაკავშირებით. საარჩევნო ადმინისტრაციამ თავად შესთავაზა ორგანიზაციას დაზუსტება იმისა, დათვლის პროცესში გათვალისწინებული იყო თუ არა შესწორების ოქმები. როგორც დღევანდელი მათი განცხადებიდან იკვეთება ე.წ. 8 პროცენტიანი დისბალანსი არ ეფუძნებოდა ერთიან საოქმო მონაცემებს ანუ მათ არ ჰქონდათ შესწორების ოქმები გათვალისწინებული ამ მონაცემების დამუშავებისას. აღნიშნული სახით არასრული, დაუზუსტებელი და შესაბამისად, არასწორი ინფორმაციის გავრცელება ნამდვილად ეწინააღმდეგება პროფესიულ სტანდარტებს და უკვე მეორედ ტოვებს კითხვის ნიშნებს ჩატარებული პარალელური დათვლის შედეგებიდან გამომდინარე, ორგანიზაციის მიერ აქამდე გავრცელებულ განცხადებებთან მიმართებაში.

შეგახსენებთ, რომ ცესკომ ჯერ კიდევ 16 დეკემბერს გააკეთა განცხადება, რომ კომისიის მიერ
დამუშავებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, „სამართლიანი
არჩევნების“ მიერ წარმოდგენილი მონაცემები რადიკალურად განსხვავდება და არსებითად
აცდენილია ცესკოს მიერ საუბნო შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე დამუშავებულ
ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სამართლებრივი პროცედურის შემდეგ, ე.წ დისბალანსი, რომელიც უკავშირდება ბიულეტენების მეტობას არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობასთან მიმართებაში, საბოლოო მონაცემების მიხედვით საქართველოში გახსნილი ძირითადი საარჩევნო უბნების მხოლოდ 19 შემაჯამებელ ოქმში - 0,52%-ში ფიქსირდება.

მისასალმებელია, რომ „სამართლიანი არჩევნები“ მზად არის ითანამშრომლოს ცესკოსთან,
შეხვდეს და დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან
დაკავშირებით. თავის მხრივ საარჩევნო ადმინისტრაცია ყოველთვის მზად არის კონსტრუქციულ გარემოში თანამშრომლობისთვის, იქნება ეს შესწორების ოქმებისა და ახსნა-განმარტებების შედგენის პროცესთან, შესაბამის პროცედურულ/საკანონმდებლო საკითხებთან, თუ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის
გასაუმჯობესებლად" - აცხადებენ ცესკოში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა