logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
შალვა პაპუაშვილი: ჩიჩხიტურის მონასტერთან არსებული მონაკვეთი ისტორიულადაც და სამართლებრივაც საქართველოს ტერიტორიაა
შალვა პაპუაშვილი: ჩიჩხიტურის მონასტერთან არსებული მონაკვეთი ისტორიულადაც და სამართლებრივაც საქართველოს ტერიტორიაა
19:15 29.01.2021
პარლამენტის წევრი, შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ დავით გარეჯის ჩიჩხიტურის მონასტერთან არსებული მონაკვეთი საქართველოს ტერიტორიაა და ამის შესახებ სახელმწიფოს და მმართველი გუნდის პოზიცია საკმაოდ ნათელია.

„გარეჯის საკითხზე ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ სისხლის სამართლის საქმე და ამ საკითხის პოლიტიკური ნაწილი. სისხლის საქმესთან დაკავშირებით კომპეტენტურია პროკურატურა და ახლა უკვე სასამართლო. კარგია, რომ მალე დასრულდა გამოძიება და საქმე წარიმართა სასამართლოში. იმედი მაქვს, რომ დასრულდება პროცესი და საზოგადოება გაიგებს იყო თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული.

რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს და განცხადებას რა არის საქართველოსი და რა არ არის. ამაზე არსებობს საერთაშორისო ექსპერტიზაც, რომელიც ჩაუტარდა იმ ხელშეკრულებებს და რუკებს, რომელიც არსებობდა და საერთაშორისო საექსპერტო ჯგუფმა განაცხადა, რომ არსებული დოკუმენტაციით საქართველოს ძლიერი პოზიციები აქვს და სამწუხაროდ, მოლაპარაკებების დროს ეს პოზიციები არ იყო გამოყენებული. გარკვეული პოლიტიკოსებისგან ჩვენ ადრეც მოგვისმენია განცხადებები, რომ ეს ტერიტორია მთლად ჩვენიც არ არის და შეიძლება სხვისია - ასეთი განცხადება ჩვენთვის მიუღებელია. კითხვის ნიშანი საერთოდ არ დგას იმასთან დაკავშირებით, რომ იმ მონაკვეთზე, რომელზეც არის საუბარი - ჩიჩხიტური და ქედთან გავლებული მონაკვეთი, ჩვენი პოლიტიკური გუნდის და ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია საკმაოდ ნათელია. ეს არა მხოლოდ ისტორიულად, არამედ სამართლებრივადაც საქართველოს ტერიტორიაა. რა თქმა უნდა, საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია მოლაპარაკებების საგანია და ურთიერთშეთანხმება არის საჭირო, თუმცა სამართლებრივ საფუძველზე რაიმე კითხვის დასმა შეუძლებელია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა