logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
შალვა პაპუაშვილი: „სამართლიანი არჩევნების“ დღევანდელი განცხადებიდან გავიგეთ, რომ მათი მონაცემები დაემთხვა ცეესკო-ს მონაცემებს
შალვა პაპუაშვილი: „სამართლიანი არჩევნების“ დღევანდელი განცხადებიდან გავიგეთ, რომ მათი მონაცემები დაემთხვა ცეესკო-ს მონაცემებს
18:49 29.01.2021
პარლამენტის წევრი, შალვა პაპუაშვილი „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იმას, რასაც „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლასთან დაკავშირებით თვეების წინ ამტკიცებდა, აღნიშნულმა ორგანიზაციამ დღეს დაადასტურა.

„დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ის რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ყველაფერი აღმოჩნდა სიმართლე და კიდევ ერთ რამ დადასტურდა, რომ განცხადება თითქოს საარჩევნო უბნების 8%-ზე იყო დისბალანსი - აღმოჩნდა მცდარი! „სამართლიანი არჩევნების“ დღევანდელი განცხადებიდან გავიგეთ, რომ მათი მონაცემები დაემთხვა ცეესკო-ს მონაცემებს და მეორე, 1 ნოემბერს ის დასკვნა, რაც მათ გააკეთეს, რომ იმ ცდომილებას შეეძლო 4.1%-იანი გავლენა ჰქონოდა შედეგებზე, ეს საერთოდ მოხსნეს. მესამე, - თუკი შევხედავთ დეტალურად იმ განცხადებას, რომელიც გამოაქვეყნა სამართლიანმა არჩევნებმა ვნახავთ, რომ ერთადერთი რამ რაც შეეძლოთ კეთილსინდისიერად განეცხადებინათ 1 ნოემბერს იქნებოდა, რომ უბნების 3.6%-ზე იყო დისბალანსი, ვინაიდან მათივე კვლევიდან ჩანს, რომ ეს არის უბნების ის პროცენტი, სადაც შესწორების ოქმები გაკეთდა.

ჩვენ ერთი თვე ვსაუბრობდით, რომ პარალელურ დათვლების დროს იყო ხარვეზი და როგორც იქნა ერთი თვის თავზე ეს აღიარეს. შემდეგ კიდევ ერთი თვე ვსაუბრობდით, რომ 8%-თან დაკავშირებითაც იყო ეჭვი და რომ ეს იყო ხარვეზი და ერთი თვის თავზე ესეც აღიარეს. ჩვენ მაშინვე ვთქვით და ახლაც შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ მინიმუმ ეს არის ხარვეზი და არ ეკადრება ეს იმ ორგანიზაციას, რომელსაც ხმების დათვლის ოცწლიანი გამოცდილება აქვს. სამწუხაროა, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ არ თქვეს რა მოტივით მოხდა ეს - იყო ეს უბრალოდ ადამიანური შეცდომა თუ სხვა რამ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა