logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
კახა კუჭავა: ნებისმიერ საშუალებას გამოვიყენებთ, რომ დისკომფორტი შევუქმნათ რუსეთის დელეგაციას საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელებაში
კახა კუჭავა: ნებისმიერ საშუალებას გამოვიყენებთ, რომ დისკომფორტი შევუქმნათ რუსეთის დელეგაციას საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელებაში
19:04 28.01.2021
„ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და ნებისმიერ საშუალებას გამოვიყენებთ, რომ დისკომფორტი შევუქმნათ რუსეთის დელეგაციას თავიანთი საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელებაში, როგორც საპარლამენტო ასამბლეაზე ისე ნებისმიერ სხვა ფორმატში“,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, კახა კუჭავამ განაცხადა.

კახა კუჭავა, დელეგაციასთან ერთად, სტრასბურგში იმყოფება, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში იღებს მონაწილეობას.

სხდომაზე დღეს რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილეს. დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს, უკრაინისა და სხვა მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებმა მკაფიო და ძლიერი არგუმენტები წარადგინეს.

„გვქონდა ძალიან მკაფიო არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა გაგრძელებოდა რუსეთს უფლებამოსილება. პირველ რიგში საუბარი არის მათ მიერ არშესრულებულ ვალდებულებებზე. ყველას შევახსენეთ არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების პირობების არშესრულება, ასევე ვახსენეთ ის არსებული რეალობა, რომელიც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებობს და იმ ფუნდამენტური პრინციპების დარღვევაზე, რომელიც მნიშვნელოვანია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის. ასევე ვახსენეთ ის სასამართლო გადაწყვეტილებები, რომელსაც რუსეთი არ ასრულებს. მიგვაჩნდა, რომ საკმარისი არგუმენტები იყო იმისთვის, რომ უფლებამოსილება შეწყვეტილიყო. უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა, რადგან თვლიან, რომ სჯობს დიალოგის ფორმატში იყოს წარმოდგენილი რუსეთი და აქ მოისმინონ მათ ის არგუმენტები, რომელიც ყოველთვის იქნება მათ წინააღმდეგ წარმოდგენილი. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და ნებისმიერ საშუალებას გამოვიყენებთ, რომ დისკომფორტი შევუქმნათ მათ თავიანთი საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელებაში, როგორც საპარლამენტო ასამბლეაზე ისე ნებისმიერ სხვა ფორმატში. გარდა იმისა, რომ საინტერესო მოსაზრებები მოვისმინეთ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებისგან, ასამბლეის სხდომაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტის ღია მხარდაჭერა. კიდევ ერთხელ აღინიშნა ყველას მხრიდან ის მთავარი პრობლემა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს უდგას წინ - საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიებზე პერმანენტულად დარღვეულ უფლებებსა და სხვადასხვა ფუნდამენტურ პრინციპებზე, რომელზეც დგას რეალურად ევროსაბჭო“,- განაცხადა კახა კუჭავამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა