logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ბურჯანაძე - იმედია, საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს, რომ დემოკრატიის ფასადის მიღმა დამნაშავე და მახინჯი რეჟიმია
ბურჯანაძე - იმედია, საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს, რომ დემოკრატიის ფასადის მიღმა დამნაშავე და მახინჯი რეჟიმია
18:04 19.09.2012
პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს საქართველოში დემოკრატიული ფასადის მიღმა დამნაშავე და  მახინჯი რეჟიმის არსებობას - ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ დღეს საგანგებო განცხადების გაკეთებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ის, რაც საზოგადოებამ პატიმართა წამების ამსახველ კადრებში იხილა, ნათლად აჩვენებს რა ტიპის რეჟიმთან გვაქვს საქმე.

„საქართველოში ყველა სინდისიანი მოქალაქე თავს პატიმრად და ისეთ უუფლებოდ გრძნობს, როგორი უუფლებოებიც ის მოქალაქეები არიან, რომლებიც სასჯელს იხდიან“ - განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ ცივილიზებულ სამყაროში ძალიან მძიმე დანაშაულის ჩამდენსაც კი, ელემენტარული უფლებები აქვს.

მისივე თქმით, აღნიშნული კადრებით საქართველოში დემოკრატიის შუქურა უხეშად გაითელა.

ბურჯანაძის თქმით, მით უფრო უმძიმესია ვითარება იმ ფონზე, როდესაც ათასობით უდანაშაულო ადამიანი იხდის სასჯელს.

„ყველას კარგად გვახსოვს, რომ იმ ადამიანების ნაწილი, რომლებიც გუშინდელ კადრებში აჩვენეს, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევაში მონაწილეობდნენ. 26 მაისს დაპატიმრებული ადამიანების მიმართ სათანადო სოლიდარობა არ გამოიჩინეს“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ წლების განმავლობაში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებაზე ადეკვატური რეაგირება არ მოახდინა.

ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ სრულიად საქართველო იმ ადამიანების მიმართ, ვისი უფლებებიც ირღვევა, აბსოლუტურად სოლიდარული იქნება.

„სოლიდარულები ვიქნებით იმ მოთხოვნაში, რომ დაისაჯონ არამხოლოდ ამ ქმედების აღმსრულებლები, არამედ ისინი, ვინც საქართველოში ეს მახინჯი სისტემა ჩამოაყალიბა“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა თვალს გაახელს და თავის სახელს დაარქმევს იმას, რაც საქართველოში ხდება.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა