პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის,
სოზარ სუბარის განცხადებით, ოპოზიცია ნიკა გვარამიას აკანკალებული ხმით აბარებს ანგარიშებს.
"როცა ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, ყოფილი პროკურორი თუ არ ვიცი რა დავარქვა, ზის და მოუწოდებს, თავი ამოყავით ახლა საცივიდან, აბა რას აკეთებთ, ქუჩაში როდის გადიხართ, და რევოლუციის თავი ან ერთი ადგილი თუ გაქვთ, ასეთი ტონით ელაპარაკება და ეს საწყლები, ღირსებაშელახულები ანგარიშს აბარებენ აკანკალებული ხმით, რომ იცით რა, მე უკვე დიდი ხანია საცივიდან თავი ამოვყავი და მე არც ჩამიდია, იმიტომ რომ საცივი არ მიყვარს და მე მზად ვარ ქუჩაში გასასვლელად, რა თქნა უნდა დედას გეფიცები პარლამენტში არ შევალ, ასეთი ტონით როცა ლაპარაკობენ, საერთოდ რომელ პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ გამაგებინეთ. მართლა რა ხდება ამ ოპოზიციაში იქნებ ვინემ კითხვა დასვას" - ეს განცხადება პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა "ტვ პალიტრას" ეთერში გააკეთა.