მამუკა ხაზარაძემ ბოლოს და ბოლოს გაგვაგებინოს რა უნდა, შევუწყვიტოთ მანდატი თუ არ
შევუწყვიტოთ - ეს განცხადება პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა "ტვ პალიტრას" ეთერში გააკეთა.
"მამუკა ხაზარაძე ერთის მხრივ ითხოვს სადეპუდატო მანდატის შეწყვეტას და მეორეს მხრივ განგაშის ზარებს შემოკრა, რა ხდება, ესენი მე მგონი დეპუტატის მანდატს გვიწყვიტავენ და ეს როგორ შეიძლება, ეს ხომ არადემოკრატიულიაო.
გაგვაგებინოს ბოლო-ბოლო, როგორ მოვიქცეთ, რა უნდა, შევუწყვიტოთ თუ არ შევუწყვიტოთ" - განაცხადა სუბარმა.