"ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდასთან ვერ მივბრუნდებით, იმიტომ რომ იქედან არ გავსულვართ
და იქ ვართ. უბრალოდ, საჭიროა რაღაც გონივრული პოზიცია იმისთვის, რომ მოლაპარაკებებო გაგრძელდეს. ჩვენ ვთქვით, რომ ორი მილიონი ადამიანის არჩევანს ხაზს არ გადავუსვამთ და წყალში არ გადავყრით. დანარჩენი ყველაფერზე მზად ვართ, მოვიდნენ და ვილაპარაკოთ" - ეს განცხადება პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა "ტვ პალიტრას" ეთერში გააკეთა.
"უცნაურობა კი ისაა, რომ ოპოზიცია ერთის მხრივ ამბობს, რომ არ შევლენ პარლამენტში, დაწერეს განცხადებები და ითხოვენ, რომ შეუწყდეთ მანდატები და მეორე მხრივ, რამდენიმე დღეა განგაში ატეხა რამდენიმე პოლიტიკოსმა და პირველმა მათ შორის მამუკა ხაზარაძემ დაიწყო, რომ "ქართული ოცნება" აპირებს შეუწყვიტოს მათ მანდატები და პარლამენტში მარტო დარჩეს და რომ ეს დემოკრატია არ არის" - განაცხადა სუბარმა.