logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილი იყო არა მარტო ჩვენი გუნდის, არამედ სახელმწიფოს, ქვეყნის, სტაბილურობის და სიმშვიდის გარანტი, მისი მმართველობის შედეგია, რომ ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა გვაქვს
ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილი იყო არა მარტო ჩვენი გუნდის, არამედ სახელმწიფოს, ქვეყნის, სტაბილურობის და სიმშვიდის გარანტი, მისი მმართველობის შედეგია, რომ ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა გვაქვს
20:22 27.01.2021
„ყველა გამარჯვება რომელიც ჩვენმა გუნდმა, მოიპოვა ამ წლების განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. 2012 წლის 1 ოქტომბერი არ შედგებოდა ბატონი ბიძინას გარეშე. ყველა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ჩვენმა გუნდმა მოიგო, რა თქმა უნდა, არის ბატონი ბიძინას დამსახურება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა რადიო „იმედში“ გადაცემა „კვირის პოლიტიკაში“ სტუმრობისას.

ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა გუნდის გამოწვევად და გამოცდად შეაფასა. „ეს არის გამოცდა, როდესაც ასეთი მასშტაბური ლიდერი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, მიდის პოლიტიკიდან, მაგრამ ტოვებს გუნდს და მისივე შეფასებით, გუნდი არის დაკომპლექტებული კვალიფიციური, კომპეტენტური ლიდერებისგან, რომლებიც ადეკვატურად უპასუხებენ ყველა გამოწვევას, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. ეს იქნება საშინაო თუ საგარეო გამოწვევები და ეს არაერთგზის დავამტკიცეთ ჩვენი მუშაობით”,-აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა გუნდის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა და ბიძინა ივანიშვილის მმართველობის შედეგზე, რაც ქვეყნის გრძელვადიან მშვიდობასა და სტაბილურობას გულისხმობს.

„ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას უამრავი გამოწვევა და სირთულე. ბატონი ბიძინას წასვლის შემდეგ გაათმაგდა ჩვენზე დაკისრებული პასუხისმგებლობა. ბატონი ბიძინა იყო არა მარტო ჩვენი გუნდის, არამედ სახელმწიფოს, ქვეყნის, სტაბილურობისა და სიმშვიდის გარანტი. სწორედ მისი მმართველობის შედეგია, რომ ქვეყანაში გვაქვს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა” - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გადაცემაში სტუმრობისას თავდაცვის მინისტრმა ბიძინა ივანიშვილის მთავარ მიღწევაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი დემოკრატიული ინსტიტუტები და ის მყარი საფუძველია, რომელიც მან ქვეყანაში შექმნა.

„ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი და მიღწევაა, დემოკრატიული ინსტიტუტები და ის მყარი საფუძველი, რომელიც მან შექმნა ამ ქვეყანაში. ევროკავშირის მიმართულებით უპრეცედენტო და მნიშვნელოვანი, ხელშესახები პროგრესი, რომელიც ყველამ ერთად გამოვცადეთ, ვგულისხმობ ასოცირების ხელშეკრულებას, ვიზა ლიბერალიზაციას, რომლის საფუძველზე ჩვენ უვიზოდ ვმოგზაურობთ”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობა, მას შემდეგ, რაც იგი გავიდა პოლიტიკიდან, არის გამართული დემოკრატიული ინსტიტუტები, უწყებები, დაბალანსებული ძალაუფლება და ხელისუფლება, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი გრძელვადიანი მშვიდობიანი განვითარებისთვის. ერთ კაცზე აგებული მმართველობა დაამსხვრია ბიძინა ივანიშვილმა. დღეს გვაქვს ჰარმონიული ბალანსი, რომელიც დატოვა ბიძინა ივანიშვილმა”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა