logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
16:31 27.01.2021
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა, კომიტეტის წევრებთან ერთად, სახელმწიფო რწმუნებულებთან ონლაინ-ფორმატში სამუშაო შეხვედრა გამართა.

ნინო წილოსანის განცხადებით, პანდემიიდან გამომდინარე, ვინაიდან კომიტეტი მოკლებულია იმ შესაძლებლობას, რომ გავიდეს გასვლით შეხვედრებზე და საჯარო შეხვედრები ადგილებზე გამართოს, გადაწყდა, რომ რადგანაც სახელმწიფო რწმუნებულები სწორედ ის საკვანძო პირები არიან, ვისგანაც შეიძლება სასოფლო-სამეურნეო კუთხით რეგიონების გამოწვევებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება, გამართულიყო მათთან ონლაინ-შეხვედრები.

შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონებში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, ასე მათი აღმოფხვრის გზებზე. სახელმწიფო რწმუნებულებმა კომიტეტის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მათ რეგიონებში სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, ასევე იმ საჭიროებებზე, რომელთა უზრუნველყოფა მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლებას და პარლამენტს ხელეწიფებათ.

ამ ეტაპზე კომიტეტის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია იმერეთში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სავანეთში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, კახეთსა და შიდა ქართლში მოსახლეობის წინაშე მდგარ პრობლემებზე, რომელთაგან ბევრი საერთოა, ზოგიც ცალკეული მხარისთვისაა დამახასიათებელი. საერთო პრობლემებზე საუბრისას აღინიშნა, რომ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი განიცდის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ნაკლებობას, არის ვეტერინარების დეფიციტი, კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა მელიორაციის მიმართულებით, არასაკმარისია სასოფლო-სამეურნეო ლაბორატორიები და ხილის გადამამუშავებელი და სამაცივრე მეურნეობები, სხვადასხვა მიმართულების სანერგე მეურნეობები, კვლავაც პრობლემურია სასუქის ხარისხი, მიწის რეგისტრაციის საკითხი და სხვა. გარდა ამისა, ცალკეული მხარე ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი პრობლემების წინაშეც აღმოჩნდა, რომელთა გადაჭრაში ცენტრალური ხელისუფლების დახმარებას ითხოვენ, მათ შორისაა, ყურძნის ხარისხის შემოწმების, ქარსაცავი ზოლების მართვის სისტემის შემუშავების, სავარგულების გადაწვის და წყალსაცავის, იხტიოლოგების, სადაზღვევო პროდუქტების, სახიფათო ნარჩენების და სხვა საკითხები.

ნინო წილოსანის შეფასებით, შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო და, შეიძლება ითქვას, რომ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

„თითქოს მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს რეგიონებთან, ჩვენს წარმომადგენლებთან, გუბერნატორებთან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არასდროს არ არის ზედმეტი ეს კომუნიკაცია და შეხვედრის სხვადასხვა ფორმატი. დაისვა თითქოს ჩვეულებრივი, მაგრამ რეგიონებისათვის ძალიან მტკივნეული საკითხები ტექნიკასთან დაკავშირებული, ასევე მიწის რეგისტრაციაზე და ა. შ. წამოიჭრა ისეთი თემებიც, რომლებზეც ჩვენ, კომიტეტს, რეალურად შეგვიძლია რეაგირება მოვახდინოთ, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის დაზღვევასთან დაკავშირებით, სადაზღვევო პაკეტების და თვით სადაზღვევო პროდუქტის გაზრდაზე. გამოიკვეთა პროფესიული საჭიროებები რეგიონში, იქნებიან ესენი ვეტერინარები, იხტიოლოგები, თუ სხვა მიმართულების სპეციალისტები. შეხვედრის შედეგებიდან გამომდინარე, ჩვენ ასევე გვექნება კომუნიკაცია სამინისტროსთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით მოვახერხოთ მოსახლეობის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრა, მოვიზიდოთ დონორები, ფერმერთა ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ხელი შევუწყოთ მათ სწავლებას და სხვადასხვა მიმართულებით ტრენინგების ჩატარებას. გუბერნატორებისგან წამოსული არც ერთი წინადადება არ დარჩება ჩვენი ყურადღების მიღმა და ვეცდებით, საპარლამენტო ფორმატში გადავჭრათ წამოჭრილი საკითხები“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ნინო წილოსანმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა