ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე Covid19-ის ვაქცინაციის საკითხს
განიხილავენ. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრის, მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნებს შესაძლებლობა ექნებათ, მოხსენებით გამოვიდნენ.
„მოხარული ვართ, რომ საქართველო გააკეთებს შესაბამის განცხადებას, რის ფარგლებშიც წარვადგენთ გეგმას ქვეყანაში Covid19-ის გამოწვევის დაძლევის შესახებ და ,რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს ვაქცინაციის სტრატეგიის შესახებ, რაც ჩვენს ქვეყანას დაეხმარება ძალიან სწრაფად დაძლიოს არსებული გამოწვევა და აღადგინოს ეკონომიკა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.