logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში არასამთავრობების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში არასამთავრობების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა
22:11 26.01.2021
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა, კომიტეტის აპარატის წევრებთან ერთად თვითმმართველობისა და რეგიონულ საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან მორიგი შეხვედრა გამართეს, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობების პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ხოსრუაშვილი, ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პროექტის კოორდინატორმა საქართველოსა და აზერბაიჯანში ზვიად არჩუაძე და „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე კოტე კანდელაკი.

კომიტეტის წევრების თვითმმართველობისა და რეგიონულ საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან დაგეგმილი შეხვედრების მიზანს არსებული ურთიერთობების გაგრძელება, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება და განმტკიცება წარმოადგენს. სოზარ სუბარის თქმით, კომიტეტი არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობაში ძირითადად იმ ხაზის გაგრძელებას აპირებს, რაც წლების განმავლობაში შემუშავდა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პანდემიამ, მისგან გამომდინარე ეკონომიკურმა კრიზისმა დეცენტრალიზაციის სტრატეგია, თუ სხვა თემები გარკვეული ცვლილებების განხორციელების საჭიროების წინაშე დააყენა. ამდენად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება აზრების ურთიერთგაცვლას, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა წინადადებებს, რომლებიც მიმართული იქნება თვითმმართველობების გაძლიერებისა და მათი საქმიანობის გააქტიურებისაკენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონული განვითარების საკითხებზე, იმ პროექტებზე, რომლებიც მუნიციპალიტეტებში საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით ხორციელდება. ყურადღება დაეთმო თვითმმართველობების წინაშე მდგარ ცალკეულ პრობლემებს, რომელთა გადაწყვეტისთვის საჭირო იქნება საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. გამოითქვა მოსაზრება, რომ მნიშვნელოვანი იქნება პარლამენტის საზედამხედველო როლის გაძლიერება, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მონიტორინგი, თვითმმართველობათა უფლებამოსილების გაზრდის საკითხებზე მუშაობა, მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა თვითმმართველობის განხორციელებაში და სხვა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა