logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების თაობაზე პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასაწყისშივე იმსჯელებს
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების თაობაზე პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასაწყისშივე იმსჯელებს
16:52 25.01.2021
პარლამენტის ბიუროს სხდომის დასაწყისში პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ სამედიცინო პერსონალს მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ექიმებს, ექთნებს, ეპიდემიოლოგებს, ასევე ყველა იმ მოკავშირე სამსახურის წარმომადგენლებს, ვინც ამ რთული დღეების განმავლობაში ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას ეხმარება, რომ შევაკავოთ ვირუსის გავრცელება, დავიცვათ რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. როგორც ხედავთ, ის ღონისძიებები, რაც ჩვენ საზოგადოებასთან ერთად განვახორციელეთ, შედეგიანი იყო და ვირუსის გავრცელების მასშტაბები მცირდება. პარალელურად მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ - ხელისუფლება ძალიან აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ ყველაზე ადრე შესაძლებელ ვადაში მოხდეს ვაქცინაციის დაწყება, რადგან ეს თავის მხრივ, კავშირშია ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ აქტივობასთან, იმ შეზღუდვებთან, რომელიც დაწესებულია. აქტიურად ვმუშაობთ პრემიერ-მინისტრთან და მთავრობასთან საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, რომ პროცესის ოპტიმალური მართვა გაგრძელდეს. ხვალ გვექნება ასევე საბჭოს შეხვედრა, სადაც განვიხილავთ ეპიდემიოლოგიური კუთხით არსებულ დინამიკას და იმ ღონისძიებებს, რომელიც ეკონომიკურ აქტივობას უკავშირდება”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა დისკუსიას ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატებთან დაკავშირებით.

„მოგეხსენებათ, რომ არჩევნების შემდეგ მათ განცხადებებით მიმართეს საქართველოს პარლამენტს მანდატების შეწყვეტაზე. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ვადა, რომლის განმავლობაშიც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ვალდებულია საკითხი განიხილოს, გადასცეს ბიუროს და პლენარულ სხდომას - იწურება. ჩვენი პოლიტიკური გუნდი მხარს უჭერდა დიალოგს და ჩვენი სურვილია პარლემენტი იყოს ზუსტად ისე წარმოდგენილი, როგორც ის ხალხმა აირჩია. დიალოგის მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით ფასილიტატორ ელჩებს, ქალბატონ დეგნანს და ბატონ ჰარცელს. ჩვენ ბოლომდე გამოვიყენებთ იმ შესაძლებლობას, რაც რეგლამენტით აქვს პარლამენტს მოცემული, რათა მაქსიმალურად ამოვწუროთ ვადები, როდესაც ოპოზიციას კიდევ შეუძლია საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედოს. პარლამენტი მხოლოდ ამის შემდეგ, საგაზაფხულო სესიის დასაწყისში მიიღებს გადაწყვეტილებას ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტა-არშეწყვეტის თაობაზე. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არის პარლამენტის მისაღები, რეგლამენტით, თითოეული დეპუტატები მონაწილეობს კენჭისყრაში. საკითხზე მსჯელობა პლენარულ სხდომაზე, 2 თებერვლიდან გვექნება“, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა