საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ მძიმე შეცდომა დაუშვა,
მაშინ როდესაც სათანადოდ ვერ შეაფასა სახალხო დამცველის და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფების სიგნალები სტრუქტურაში არსებული სისტემური პრობლემების შესახებ.
როგორც ბოკერიამ დღეს გაკეთებული საგანგებო განცხადებისას აღნიშნა, იმ ამაზრზენ სურათს, რომელიც საზოგადოებამ იხილა ვერანაირად ვერ გაამართლებს ის, რომ საქართველოს ხელისუფლება წარმატებულად ებრძვის დანაშაულს და ასევე წარმატებულად იბრძვის ციხეებში დანაშაულის კონტროლის წინააღმდეგ.
„ყველა ნორმალური ადამიანი არის აღშფოთებული, შეძრწუნებული იმით, რაც ვიხილეთ და იმ პრობლემით, რომელიც ნათლად გამოვლინდა“-განაცხადა ბოკერიამ.
მისი თქმით, ყველა დამნაშავე დაისჯება.

















