logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ყველაფრის მოძიება, დოკუმენტირება და ევროსასამართლოში წარდგენა მოხდა ჩვენი ხელისუფლების მიერ - ჩვენ მაინც არ გვიკადრია და არ გვითქვამს, რომ ეს მხოლოდ პარტიული გამარჯვებაა; ეს საქართველოს გამარჯვებაა!
არჩილ თალაკვაძე: ყველაფრის მოძიება, დოკუმენტირება და ევროსასამართლოში წარდგენა მოხდა ჩვენი ხელისუფლების მიერ - ჩვენ მაინც არ გვიკადრია და არ გვითქვამს, რომ ეს მხოლოდ პარტიული გამარჯვებაა; ეს საქართველოს გამარჯვებაა!
15:11 23.01.2021
„ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით საერთოეროვნულია - ეს არის საქართველოს გამარჯვება - რომ შევადაროთ, რა იყო ჩვენი ოპონენტების და მიხეილ სააკაშვილის განცხადება, მან ფაქტობრივად თქვა, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე გამარჯვებააო, თუმცა პირველი რომელი იყო ვერავინ გაიხსენა, როცა ბრიფინგზე ვიკითხე. ის თავის თავს უტიფრად აიგივებს სახელმწიფოსთან, თავის თავს აიგივებს სამართალთან“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.

„700-ზე მეტი მტკიცებულება, ჩვენ მოვიძიეთ და სტრასბურგში წარვადგინეთ ჩვენი ხელისუფლების პერიოდში და მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რომ 2013 წლამდე, მანამ, სანამ თეა წულუკიანმა, იუსტიციის სამინისტრომ და ყველა სამსახურმა არ დაიწყო ამაზე მუშაობა, ელემენტარულად, ამ საერთაშორისო სამართლებრივ დავაზე ჩვენ არ გვქონდა წარდგენილი ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, როგორიც არის, მაგალითად, ბალისტიკური რაკეტის ფრაგმენტები, არ გვქონდა წარდგენილი სეისმური სადგურების ჩანაწერები, არ გვქონდა წარდგენილი რადარების მონაცემები, არ გვქონდა წარდგენილი ვიდეო-მტკიცებულებები, როდესაც აწამებდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ ტყვეებს. არ გვქონდა წარდგენილი სატელეფონო ჩანაწერები და ის დოკუმენტები, რომელიც საქართველოს სახელმწიფომ გამოსცა ომის პერიოდში. შესაბამისად, ამ ყველაფრის დოკუმენტირება, ამ ყველაფრის მოძიება და წარდგენა მოხდა ჩვენი ხელისუფლების მიერ. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ გვიკადრია და არ გვითქვამს, რომ ეს არის ჩვენი პარტიული გამარჯვება - ეს არის საქართველოს გამარჯვება“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, მუდმივი ტყუილებით გამოკვებოს მხარდამჭერები.

„ღიმილისმომგვრელია, როცა ასე ფიქრობს მიხეილ სააკაშვილი, რომ ჯერ რაც მართლა არ გაუკეთებია იმას იბრალებს და მეორე - ის რაც საქართველოს ეკუთვნის, თავის პირადში უნდა რომ გაიფორმოს. სწორედ ამიტომ, 2012 წლიდან საზოგადოებამ ის პოლიტიკიდან გაუშვა ისე, რომ არჩევნების გზით ვერასდროს დაბრუნდება და რა თქმა უნდა, არც არეულობის მოწყობის შესაძლებლობას არ მივცემთ. ის ცდილობს, მუდმივი ტყუილებით გამოკვებოს თავისი მხარდამჭერები, თავისი თანაპარტიელები, თუმცა, ისიც ვნახეთ, რას ფიქრობენ მასზე შიგნით თანაპარტიელები, და ეს იყო აბსოლუტურად ობიექტური შეფასება. მისი დრო დასრულდა“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა