logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით გარკვეული დეტალების გარდა პრაქტიკულად შეთანხმებულები ვართ
მამუკა მდინარაძე: საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით გარკვეული დეტალების გარდა პრაქტიკულად შეთანხმებულები ვართ
15:31 22.01.2021
„საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, გარკვეული დეტალების გარდა, რაც ასევე საკამათო გახდა და მგონია ისეთი დეტალებია, რაც საკამათო საერთოდ არ უნდა იყოს - ჩვენ პრაქტიკულად შეთანხმებულები ვართ. ამ კუთხით გარკვეული პოზიტივები იყო მანამდეც, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთადაც და შესაბამისად, აქ ნაკლები პრობლემა ჩანს“, - ამის შესახებ ფრაქციის „ქართული ოცნება“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებს პოლიტიკური პარტია „მოქალაქეები“-ს ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი შეფასებით, შეიძლება ზედმეტი სიჯიუტით, შეიძლება ზედმეტი ე.წ. პრინციპულობითაც უდგებიან ყველა იმ საკითხს, რასაც ზოგადად, ოპოზიცია აყენებს.

„მეჩვენება, რომ გარდა რიგგარეშე არჩევნებისა, რაზეც ასე პრინციპულად არ უსაუბრიათ, პარტია „მოქალაქეებს“ სურთ, რომ ყველა საკითხზე მიიღონ ჩვენგან თანხმობა, რაც წარმოუდგენელია. არის გარკვეული დეტალები, რაზეც თანხმობა უბრალოდ რაციონალურად, იურიდიულადაც კი შეიძლება შეუძლებელი იყოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ველოდებით, რომ რაც კი რაციონალურია სახელმწიფოებრივად და იურიდიულად შეიძლება იყოს გამართული, ყველაფერზე მოგყვებით. მაგრამ იურიდიულად გაუმართავ საკითხებზე, მათ შორის, საარჩვენო რეფორმასთან დაკავშირებით გაუმართავ დეტალებზე ვერ წავყვებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ეს შეხვედრა დამატებით იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ საბოლოოდ შეთანხმება მოხდება.

„შევთანხმდებით და მათ ალბათ ექნებათ იმის თქმის უფლებაც და საფუძველიც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გარკვეული დათმობები განახორციელა და მათი პირობები შესრულდა, ვფიქრობ ამ შედგამდე მივალთ“, - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, შეხვედრისას პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებმა რამდენჯერმე სცადეს პოლიტპატიმრების საკითხზე საუბარი, მაგრამ მმართველი გუნდი ამ თემაზე არ საუბრობს, რადგან მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტი არ არის ადგილი, სადაც ზოგადად პატიმრებზე და მის გათავისუფლებაზე უნდა იყოს საუბარი. „პოლიტპატიმარი არ არის ის სიტყვა, რომელიც რელევანტურია დღევანდელ მოცემულობასთან. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ასეთი საქართველოში არ არსებობს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა