საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კამალა ჰარისს აშშ-ის ისტორიაში პირველ
ქალ ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავს.
მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ოფიციალურ გვერდზე ხაზს უსვამს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას და განსაკუთრებულ მეგობრობას.
"კამალა ჰარისს ვულოცავ ისტორიულ მიღწევას და აშშ-ის ისტორიაში პირველ ქალ ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნას. შეერთებული შტატები საქართველოს განსაკუთრებული მეგობარია და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით",- აცხადებს გიორგი გახარია.